ქსელში გადართვების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელში გადართვების გამო, 14 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, მთაწმინდის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, 9 აპრილის ბაღის, ორბელიანის მოედნის, ათონელის, სანაპიროს, ფხოვის, ხიდის, ვირსალაძის, ჭანტურიას, ასათიანის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ფურცელაძის, პუშკინის, ვასო აბაშიძის და გერცენის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს