მეუფე სტეფანე სააკაშვილზე - პოლიტიკურ აფერისტებსა და პოლიტიკურ პროვოკატორებს ვერ ვაფასებ - პეტიციაზე ხელმოწერას არ ვაპირებ

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას არ შეუერთდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელის მოწერას არ აპირებს.

„სამართლიანი თუ არ იქნება უფალი, მაშინ ჯოჯოხეთი ფაქტობრივად გაუქმდება და სამოთხე დაემსგავსება აყროლებულ ღორების ფარეხს. სამართლიანობა თუ არ იქნება, მხოლოდ წყალობა არ არის ის, რაც არის სიკეთე. რაც შეეხება სააკაშვილს, პოლიტიკურ აფერისტებსა და პოლიტიკურ პროვოკატორებს ვერ ვაფასებ. [პეტიციაზე ხელმოწერას] არ ვაპირებ და არ მოვაწერ“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას უკვე შეუერთდნენ: მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი. ამასთან, მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტმა ანანიამ განაცხადა, რომ პეტიციას ხელს მოაწერს.

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
ჰუმანური შრომითი პოლიტიკა - რას ნიშნავს შრომით ბაზარზე გამოჩენილი ახალი ტენდენცია
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
BDO: ყველაზე ცნობადი ბრენდი საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების ბაზარზე
„მიჰაუსში“ ჰელოუინთან დაკავშირებით დიდი ფასდაკლება დაიწყო
ამბასადორი ბათუმი აილენდი მულტიფუნქციური ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ტექნიკურ კვლევებს აწარმოებს
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა