შავ ზღვაში 2021-2022 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა განისაზღვრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, შავ ზღვაში 2021-2022 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა დაადგინეს, მათ შორის ქაფშიის, რომელიც 85 000 ტონას შეადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე თქმით, მეცნიერებმა კვოტების რაოდენობის დასადგენად კვლევები უახლესი სტანდარტების, თანამედროვე ეკოსაუნდერის საშუალებით განახორციელეს, რაც სარეწაო რესურსის მაღალი სიზუსტით პროგნოზირების საშუალებას იძლევა „აღსანიშნავია, რომ თევზის მოპოვების აქტიური სეზონი ოქტომბრიდან იწყება და, შესაბამისად, კვოტები მიმდინარე წლის ოქტობრიდან მომავალი წლის ოქტომბრამდე პერიოდისთვის დგინდება. გასული წლის მსგავსად, წელსაც მარაგები ევროკავშირის სტანდარტების და ხმელთაშუა ზღვის კომისიის მოთხოვნების შესაბამისად განისაზღვრა.

სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებმა თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობის დასადგენად კვლევები უახლესი სტანდარტების, თანამედროვე ეკოსაუნდერის საშუალებით განახორციელეს, რაც სარეწაო რესურსის მაღალი სიზუსტით პროგნოზირების საშუალებას იძლევა. კვლევების წარმოებისას გათვალისწინებული იყო როგორც ზღვის ეკოსისტემა და ეკოლოგიური მდგომარეობა, ისე მეწარმე სუბიექტების ინტერესები.

აღსანიშნავია, რომ თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების კვლევები ყოველწლიურად, სარეწაო სეზონის დაწყებამდე ხორციელდება, რადგან მარაგების მოპოვებისათვის საუკეთესო პერიოდი სწორედ ოქტომბრიდან მაისამდე გრძელდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარაგის შეფასების სრულყოფილად წარმოება ხელს შეუწყობს ქვეყანაში თევზჭერის დარგის მდგრად განვითარებას, ეკონომიკის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ასევე, დადგენილი თევზის რესურსის რაოდენობა უზრუნველყოფს თევზის გადამმუშავებელი საწარმოების სრულ დატვირთვას.”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო