„ჯივიპი“, 15 ოქტომბერს, ბახტრიონის სატუმბო სადგურზე დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 15 ოქტომბერს, ბახტრიონის სატუმბო სადგურზე გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში შევა დამატებით ახალი ტუმბო-აგრეგატი, რაც წყალმომარაგების სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყამომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 ოქტომბრის 15:00 საათიდან 16 ოქტომბრის დილის 07:00 საათიმდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: რუსთაველის, მელიქიშვილის გამზირს, კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, გაბაშვილის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, ანჯაფარიძის, მედეა (მზია) ჯუღელის, შანიძეს, ბაქრაძის, ლარსის, რჩეულიშვილის, გ. ახვლედიანის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, არსენას, ქიქოძის, ბესიკის, შევჩენკოს, ინგოროყვას, ჭონქაძის, ამაღლების, ლეონიძის, იაშვილის, ლერმონტოვის, მაჩაბელის, გ. ტაბიძის, ჯანაშიას, პეტრიაშვილის, ქიქოძის, სანაპიროს, პუშკინის, ასათიანის, ღვინის აღმართის, გუნიას და მიმდებარე ქუჩებს; თაბუკაშვილის, კოტე აფხაზის და ორთაჭალის ქუჩების ნაწილს.

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ბარნოვის, ქუთათელაძის, მცხეთის, შატბერაშვილის, კეკელიძის, ჟვანიას, ფალიაშვილის, არაყიშვილის, რამიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს. ვაჟა-ფშაველას, გამსახურდიას, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბახტრიონის, კარტოზიას, ფანასკერტელის, თამარაშვილის, კოსტავას, დოლიძის, იოსელიანის, ჩიქოვანის, ალექსიძის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ონიაშვილის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის ქუჩებს, საირმის გორას, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, გამრეკელის, ლორთქიფანიძის, ბერბუკის, ბობ უოლშის, როსტევანის, ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებს, დასახლებებს - „ახალ თბილისსა“ და ,,ოლიმპიურ ქალაქს”.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის, ბალანჩინის, ბელიაშვილის ქუჩის და შესახვევის ნაწილს, ლუბლიანას და მიმდებარე ქუჩებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს