ზაალ უდუმაშვილი - დღევანდელი აქცია არ არის პარტიული აქცია - ბიძინა ივანიშვილს არ აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილი გამოკეტილი ჰყავდეს ციხეში

დღევანდელი აქცია არ არის პარტიული აქცია - ბიძინა ივანიშვილს არ აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილი გამოკეტილი ჰყავდეს ციხეში. პუტინის ოცნება ამ ქვეყანაში არ ასრულდება! - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა პარტიის პრეზიდენტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის აღორძინებაში.

"დღევანდელი აქცია არ არის პარტიული აქცია. დღეს უამრავ ადამიანს ნახავთ ამ მოედანზე. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებსაც, არამხარდამჭერებსაც, სხვა პარტიების მხარდამჭერებს. აქ არ არის საუბარი, ვის რა პოლიტიკური სიმპათია, ან ანტიპატია გააჩნია. ჩვენ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ვიბრძვით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის. მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა პარტიის პრეზიდენტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის აღორძინებაში და განვითარებაში. ბიძინა ივანიშვილს არ აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილი გამოკეტილი ჰყავდეს ციხეში. პუტინის ოცნება ამ ქვეყანაში არ ასრულდება!" -აღნიშნავს უდუმაშვილი.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ დღევანდელ აქციაზე არ იქნებიან საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, უდუმაშვილი აღნიშნავს, რომ "დღეს არ არის პოლიტიკური სიმპათიების და ანტიპატიების დრო".

„ეს მათი არჩევანია, თუმცა, ჩემთვის გაუგებარი. ერთის მხრივ, ყველა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის უკანონო პოლიტპატიმარია, მეორეს მხრივ, კი პოლიტიკურ კეკლუცობას აქვს ადგილი, რომ არ მიდიან აქციაზე. მგონი, მოვა ის ხალხი აქციაზე, რომელიც თავს იკავებს", - აღნიშნავს უდუმაშვილი.

ცნობისთვის, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილი აქციისთვის მზადება დილიდან დაიწყო. საკრებულოს შენობის წინ სცენაა დამონტაჟებული, საიდანაც მიმართავენ პარტიის ლიდერები აქციაზე შეკრებილებს. ასევე დამონტაჟდება მონიტორი. მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი. აქცია 18:00 საათზე დაიწყება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო