საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სიმულაციური სახანძრო-სამაშველო ოპერაცია განახორციელა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თბილისის №200 საჯარო სკოლაში საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო ქცევის წესებისა და რეაგირების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი სწავლება განახორციელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული სწავლება პრაქტიკული ღონისძიებების დემონსტრირებასთან ერთად, სკოლის პედაგოგებისა და აღსაზრდელი შშმ ბავშვებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო ქცევის წესების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგის ჩატარებას ისახავდა მიზნად. „სიმულაციური სწავლება, რომელიც კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღეს სიმბოლურად დაემთხვა, პრაქტიკული ღონისძიებების დემონსტრირების გარდა, სკოლის პედაგოგებისა და ამავე სასწავლო დაწესებულების აღსაზრდელი შშმ ბავშვებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო ქცევის წესების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგის ჩატარებას ისახავდა მიზნად. ღონისძიება კოვიდრეგულაციების მკაცრი დაცვით გაიმართა.

სწავლების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველებმა წინასწარი სცენარის მიხედვით, "დაშავებულები" სხვადასხვა მეთოდით გამოიყვანეს შენობიდან, ასევე, რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში ურბანულ ხანძარზე მოქმედების დემონსტრირებაც მოხდა.

ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმებთან დაახლოების მიზნით, საქართველოს მხრიდან ნაკისრ ვალდებულებათა ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღნიშნული ტიპის სწავლებებს სისტემატურად ატარებს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში. შემდეგი სწავლებები დაგეგმილია 203-ე და 198-ე საჯარო სკოლებში”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა