პრემიერი - მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებული სიყვარულით მივულოცო პატრიარქს, ასევე, თითოეულ მოქალაქეს, ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანს, წმინდა სინოდს, პატიოსან მღვდლებს, დედებს, მამებს

ჩემთვის დიდი პატივია მოგილოცოთ დღევანდელი დღე, სვეტიცხოვლობა. მინდა, რომ დღევანდელი დღე, განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით მივულოცო ჩვენს პატრიარქს, სვეტიცხოვლობა მივულოცოთ ამ მიწაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანს, წმინდა სინოდს, პატიოსან მღვდლებს, დედებს, მამებს, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.

მთავრობის მეთაურის თქმით, სვეტიცხოველი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართველებისთვის მარადიულობის, ერთიანობის, სიმტკიცის სიმბოლო.

„სვეტიცხოვლობა, ჩვენთვის, ქართველებისთვის, არის განსაკუთრებული დღე და ეს წმინდა ადგილი, ასევე არის გამორჩეულად წმინდა ადგილი. სვეტიცხოველი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართველებისთვის მარადიულობის, ერთიანობის, სიმტკიცის სიმბოლო და სწორედ მეუფე შიომ თავის ქადაგებაში საოცარი სიტყვები თქვა და ახსნა, თუ რამ მოიყვანა დღევანდელობამდე ქართველი ერი, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომ ქართველი ერი გადაარჩინა სარწმუნოებამ და დედა ეკლესიამ. ამიტომაც არის, რომ ქართველი ხალხი გამოირჩევა სწორედ უნიკალური ერთგულებით უფლისადმი, ჩვენი სარწმუნოებისადმი, ეკლესიისადმი.

ბუნებრივია, ძალიან ბევრი განსაცდელი გამოიარა ჩვენმა ხალხმა და დღესაც გავდივართ ძალიან ბევრ განსაცდელს, მაგრამ უფლის რწმენით და უფლის დახმარებით, ყველა განსაცდელს დავძლევთ და ქვეყანა გავა სამშვიდობოს. დღეს ქვეყანას სჭირდება, ჩვენო ძვირფასო საზოგადოებავ, მეტი ერთიანობა, მეტი სიყვარული, მეტი სიმშვიდე. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა ამ ბოლო დროს და ჩვენ გვჯერა, გვაქვს მომავლის ღრმა რწმენა და იმედი იმის, რომ საქართველო გაერთიანდება, ჩვენი ერი გაერთიანდება და ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა