სანდრო რაქვიაშვილი - სააკაშვილი განზრახ წავიდა ამაზე - პოლიტიკური ჟესტია, რომ ციხეში ზის, რატომ უნდა გააპროტესტო ის, რაც თვითონ გააკეთა, ეს არ მესმის

სააკაშვილი განზრახ წავიდა ამაზე - პოლიტიკური ჟესტია, რომ ციხეში ზის, რატომ უნდა გააპროტესტო ის, რაც თვითონ გააკეთა, ეს არ მესმის, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ აქციის მიზანი სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის ბრძოლაა, ეს მისაღებია, თუმცა, რეალურად აქციის მიზანი გაუგებარია და ის მხოლოდ კონკრეტული პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება, რაშიც მონაწილეობას არ მიიღებს.

„ჩემთვის ამ აქციის მიზანი გაუგებარია, ჯერ მიხეილ სააკაშვილის გამოშვებაზე იყო საუბარი, თუმცა, ეს გაუგებარია, რადგან მიხეილ სააკაშვილი თვითონ ჩამოვიდა და გასაგებია, რომ ამით დამთავრდებოდა, ზოგადად არ მესმის ამ ყველაფრის მიზანი და შინაარსი, ამიტომ მე არ ვიქნები ამ აქციაზე. თუ ეს არის დემონსტრირება იმის, რომ ამდენი მხარდამჭერი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას", მაშინ გასაგებია, რომ მე იქ არც უნდა ვიყო. თუ მიზანი მისი პატიმრობის გაპროტესტებაა, გასაგებია, როცა ის ჩამოდიოდა საქართველოში, ეს დასრულდებოდა პატიმრობით, მაშინ, რას ვაპროტესტებთ ვერ ვხვდები.

პრობლემაა არა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, არამედ ის, რომ ერთ მხარეს არის მილიონი ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ ციხეში უნდა იყოს, მეორე მხარეს ნახევარი მილიონი მიიჩნევს, რომ არ უნდა იყოს და ამ დაპირისპირებიდან როგორ გამოვალთ, ეს არის პრობლემა. არ მივიჩნევ, რომ ამ შემთხვევაში სააკაშვილს როგორც პოლიტპატიმარს ვუყურებთ, ის რომ მართლა დაეჭირათ, ჩამოეყვანათ, „ოქეი", რაღაც შინაარსი გაჩნდებოდა, ის ხომ განზრახ წავიდა ამაზე, პოლიტიკური ჟესტია, რომ ციხეში ზის, ამ ჟესტს რა მიზანი ჰქონდა არ ვიცი, მაგრამ რატომ უნდა გააპროტესტო ის, რაც თვითონ გააკეთა, ეს არ მესმის, თორემ ზოგადად, სასამართლო რეფორმა რომ ჩასატარებელია, ამაზე პირველები ვიყავით ფაქტობრივად, როცა ვსაუბრობდით. თუ ამისთვის ვიბრძვით, ამისთვის ვიკრიბებით და ეს არის შინაარსი, "ოქეი", მაგრამ მე არანაირი შთაბეჭდილება არ მრჩება, რომ რეფორმებზე და ცვლილებებზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ერთი კონკრეტული პარტიის პოლიტიკურ მიზანზე,"- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს