პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს ეზოში სპეცრაზმი განთავსდა

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ის სპეცდანაყოფების გადაადგილება შეინიშნება. დანაყოფები პარლამენტის სასახლის გვერდით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის უკანა ეზოში ყვითელი ავტობუსებითა და ე.წ. პიკაპებით შევიდნენ.

სპეცდანაყოფები ავტობუსით შეიყვანეს ასევე, პარლამენტის ეზოშიც. უფრო კონკრეტულად, პოლიციელებით სავსე რამდენიმე ერთეული ყვითელი ავტობუსი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოში, ხოლო ერთი ავტობუსი პარლამენტის ეზოში შეიყვანეს.

სავარაუდოდ, აღნიშნული ღონისძიებები „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ აქციას უკავშირდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე პოლიციის დანაყოფები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმყოფებიან.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა