CIU-ს კორუნიის უნივერსიტეტის პროფესორი ესტუმრა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრ „იბერიას“ ჩართულობით, კორუნიის უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორსა და მედიცინის დოქტორს, ალეხანდრო პაზოს სიერას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს.

კსუ-ს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, მაგდა თორთლაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თაკო ლაღიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინატორი, სვეტლანა კირაკოსიანი.

მხარეებს შორის შეხვედრის ძირითადი ნაწილი მედიცინისა და ხელოვნური ინტელექტის დარგში სამომავლო თანამშრომლობის განხილვას დაეთმო.

„ისაუბრეს ერასმუს+-ის პროგრამისა და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებზე.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კორუნიის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, CIU-ს სტუდენტები და პროფესორები კორუნიის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით ისარგებლებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა