კახა კუჭავა - დავფიქრდეთ, თუ რამდენად სასიცოცხლოდ საჭიროა ქვეყნისთვის ერთიანობა, ერთმანეთის გვერდში დგომა, ვისურვებდი, რომ ეს არა მხოლოდ ჩანაფიქრი იყოს, არამედ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას

ვისურვებდი, რომ ეს არა მხოლოდ ჩანაფიქრი იყოს, არამედ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას და პარლამენტი იყოს ერთ-ერთი პირველი მაგალითის მიმცემი, როგორ შევძლებთ თანამშრომლობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ შერიგებასთან დაკავშირებით სასულიერო პირების მოწოდებასთან დასმულ შეკითხვას უპასუხა.

კახა კუჭავას განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, როდესაც პარლამენტი მუშაობას განაახლებს ამ კუთხით საინტერესო ინიციატივები იქნება.

„საჭიროც არის და აუცილებელიც. მე ვისურვებდი, რომ თუნდაც დღევანდელ დღეს სვეტიცხოვლობაზე, რომელიც თითოეული ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ყველანი დავფიქრდეთ, თუ რამდენად სასიცოცხლოდ საჭიროა ჩვენი ქვეყნისათვის ერთიანობა, ერთმანეთის გვერდში დგომა. და მე ვისურვებდი, რომ ეს არა მხოლოდ ჩანაფიქრი იყოს, არამედ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას და რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ პარლამენტი იყოს ერთ-ერთი პირველი მაგალითის მიმცემი, როგორ შევძლებთ თანამშრომლობას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. არჩევნების მეორე ტურიც დასრულდება, საბოლოო შედეგებიც იქნება, ყველა შეუდგებით მუშაობას და შემიძლია გითხრათ, რომ პარლამენტის ფორმატში ძალიან საინტერესო ინიციატივებს იხილავთ, რომელიც ზუსტად ამისთვის იქნება მიმართული“, - განაცხადა კუჭავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა