ირაკლი ღარიბაშვილი - ყველას სურვილია, რომ ეს ადამიანები საკუთარ შეცდომებზე და დანაშაულებზე ერთ დღეს დაფიქრდნენ

ყველას სურვილია, რომ ეს ადამიანები საკუთარ შეცდომებზე და დანაშაულებზე ერთ დღეს დაფიქრდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო შერიგებასთან დაკავშირებით მეუფე ნიკოლოზის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

„რაც შეეხებაა ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან ზოგადად მოწოდებებს, გვესმის, რომ ყველას სურვილია, ჩვენი სურვილიცაა, რომ ეს ადამიანები საკუთარ შეცდომებზე, დანაშაულებზე ერთ დღეს დაფიქრდნენ და გაიაზრონ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს სთხოვა, მოეწოდებინა მომხრეებისთვის, რომ ყველამ ვიფიქროთ შერიგებაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა