გიგა ბოკერია ღარიბაშვილის განცხადებაზე - ამბიონიდან ფარისევლობის და სიყალბის ქადაგების ნაცვლად, თუ სამოქალაქო თანხმობა და მშვიდობა გინდა, საქმით უნდა აჩვენო

ამბიონიდან ფარისევლობის და სიყალბის ქადაგების ნაცვლად, თუ სამოქალაქო თანხმობა და მშვიდობა გინდა, საქმით უნდა აჩვენო, როცა ძალაუფლება გაქვს. დღევანდელ დღეს დაორგანიზებულ ჯგუფებს საპროტესტო აქციაზე მიმავალ მოქალაქეებს არ უნდა ახვედრებდე, ძალადობის პროვოცირებას არ უნდა ახდენდე, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, სამოქალაქო თანხმობას სჭირდება ძალადობის და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა არამარტო სააკაშვილის, არამედ ყველა საქმეზე, მათ შორის მელაშვილის და ილიჩოვას საქმეებზე.

“ზოგადად, პოლიტიკური ძალადობა და დევნა უნდა შეწყვიტო ქვეყანაში, თუ თანხმობა გინდა. უნდა შეწყვიტო სააკაშვილის დევნა და ყველა ასეთი საქმის, მაგალითად, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო საქმის, სტალინური რეპრესიების სულისკვეთებით მოგონილი ამბიდან უდანაშაულო ადამიანების - მელაშვილის და ილიჩოვას დევნა, რომელთა სასამართლოებიც დღესაც გრძელდება,“-განაცხადა ბოკერიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„მე ყველას მინდა მოვუწოდო, რომ დღეს გვჭირდება სიმშვიდე. ჩვენ უნდა ჩავატაროთ მშვიდად მეორე ტური, დავასრულოთ ეს არჩევნები. ყველამ გაიმარჯვოს, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს და გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება. მე აღარ მინდა პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა