სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში ადამიანის უფლებების საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ჟენევაში ადამიანის უფლებების საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს მიშელ ბაშელეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„პრეზიდენტმა უმაღლეს კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი ვითარება გააცნო და საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალექეების უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით ირაკლი ბებუას, გენადი ბესტაევისა და გელა გოჭოშვილის შესახებ ისაუბრა.

აღინიშნა გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის ფაქტი, როგორც ეთნიკური დისკრიმინაციის ნიშანი. საუბარი შეეხოს საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს და პოლიტიკური გარემოს ღრმა პოლარიზაციას, რომელსაც ამძაფრებს და ზრდის „ფეიკნიუსები“.

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივ არჩევნებში ქალების არასაკმარისად ჩართულობას გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე პანდემიის დამარცხებაში მსოფლიო სოლიდარობისა და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდეს სრულფასოვანი წვდომა კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის მექანიზმებზე. უმაღლესმა კომისარმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს მიუსამძიმრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო