მიხეილ სააკაშვილი - თუ ჩემი სიცოცხლით ვეღარ ვუშველი ჩემს ქვეყანას, იქნებ ჩემი სიკვდილი მაინც აღმოჩნდეს გზის მანათობელი

დღეს მე ქართული საზოგადოება ვიზუალურად ვერ მხედავს და არც ჩემი ხმა ისმის ლაივში, და თუ ჩემი სიცოცხლით ვეღარ ვუშველი ჩემს ქვეყანას, იქნებ ჩემი სიკვდილი მაინც აღმოჩნდეს გზის მანათობელი. ამას ვამბობ ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მანვე ყურადღება გაამახვილა არჩევნების მეორე ტურზე და აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციას ბევრი მხარდამჭერი ეყოლება, ხელისუფლებას გაყალბების მასშტაბები არ ეყოფა.

„ჩვენი ამოცანაა მოვიგოთ ყველა დიდი ქალაქი და ეს ნიშნავს, რომ ოლიგარქის ყოვლისშემძლეობის მითი საბოლოოდ დასამარდება და ჩვენი ხალხი საბოლოოდ ირწმუნებს თავის ძალას. ქალაქებში უფრო რთულია გაყალბება და თუ ძალიან ბევრი ვიქნებით გაყალბების მასშტაბები არ ეყოფათ. რა თქმა უნდა, გვინდა რეფერენდუმი, იმაზე, რომ პარლამენტი დაბრუნდეს ქუთაისში, სადაც დამტკიცდება კოალიციური მთავრობა“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა