თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქციისთვის რეგიონებიდან უკვე ჩამოვიდა აქციის მონაწილეთა ნაწილი

თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქციისთვის რეგიონებიდან უკვე ჩამოვიდა აქციის მონაწილეთა ნაწილი. კერძოდ კი, წალენჯიხიდან. ამ დროისთვის მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით გაემართებიან თავისუფლების მოედანზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, ავტომანქანების კოლონა უკვე გზაშია და მოდიან, როგორც სამეგრელოს, ისე აჭარისა და იმერეთის რეგიონებიდან.

მათი თქმით, აქცია საკმაოდ მასშტაბური იქნება.

„ჩამოვედი იმისთვის, რომ საქართველოში მართლაც გათენდეს. მე წალენჯიხიდან ჩამოვედი“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ამასთან, თავისუფლების მოედანზე უკვე დომონტაჟებულია სცენა, საიდანაც აქციის მინაწილეებს ლიდერები სიტყვით მიმართავენ.

აქცია, სლოგანით „თავისუფლება მიშას“ 18:00 საათზე დაიწყება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა