გიგი წერეთელი - საქართველოს მესამე პრეზიდენტი პუტინის გასახარად საპატიმროშია, ეს არათუ სამწუხაროა, ძალიან მძიმე მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის

ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს პროვოკაციები რაც ვნახეთ, იგივე გზების ჩაკეტვა და ა.შ არანაირად არ მოხდეს და მშვიდობიანი ხასიათი იქნას შენარჩუნებული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ აქციაზე ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პროვოკაციები არ მოხდეს.

„დღევანდელ აქციას, რა თქმა უნდა, ექნება სოლიდარობა და მხარდაჭერა და როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს ამ აქციაზე მისვლას, ასეთ პროცესი აუცილებელია დემოკრატიისთვის, ხალხის ხმა უნდა იყოს გაგონილი მაშინ, როცა არიან პოლიტპატიმრები და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პუტინის გასახარად არის საპატიმროში, ეს არათუ სამწუხაროა, ძალიან მძიმე მოვლენაა. ამას რა თქმა უნდა, სჭირდება ხალხის ხმა, აქტივობა, მშვიდობიანი პროცესი, რაც ვფიქრობ, იქნება გარანტირებული ორგანიზატორების მიერ, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს პროვოკაციები, რაც ვნახეთ იგივე გზების ჩაკეტვა და ა.შ. არანაირად არ მოხდეს და მშვიდობიანი ხასიათი იქნას შენარჩუნებლი. შემდგომში კი, საზოგადოების წნეხმა უნდა მოიტანოს ხელისუფლების მხრიდან სწორი გადაწყვეტილება, რაც იქნება სააკაშვილის გათავისუფლება საპატიმროდან”, - განაცხადა წერეთელმა.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“