თავისუფლების მოედანზე, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციაზე დნეპროპეტროვსკის ფერიცვალების ტაძრის მოძღვარი მივიდა

თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციაზე დნეპროპეტროვსკის ფერიცვალების ტაძრის მოძღვარი რამინ თარაშვილი მივიდა.

თარაშვილი სასულიერო პირებს მოუწოდებს აქციას შეუერთდნენ.

„მინდა მოვუწოდო ყველა სასულიერო პირს, ყველა თანამემამულეს, რომ შემოგვიერთდნენ ამ აქციაზე. დღეს არის წყალგამყოფი კეთილსა და ბოროტს შორის, ნათელსა და ბნელს შორის. მოვუწოდებ ყველას, შემოგვიერთდნენ, რათა უსამართლობამ ხელი აიღოს თავის ზრახვებზე. უპირველეს ამოცანად მიმაჩნია იმ აქციებზე მონაწილეობის მიღება, რომლის გარეშეც ჩვენს შვილებს მომავალი არ აქვს.

თუ ქვეყანას ჰყავს პრემიერი, რომელიც თავის პოზიციას იყენებს ბოროტად ჩვენი მომავალი თაობების და თითოეული მოქალაქის სიცოცხლე საფრთხეშია. მოვუწოდებ ყველას, ქუდზე კაცი გამოდით და აღვსდგეთ, რათა აღვკვეთოთ ყველანაირი ბოროტება”, - აღნიშნა რამინ თარაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა