“თავისუფლება მიშას” - ამ ლოზუნგით რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნამდე მსვლელობით მიემართებიან

“თავისუფლება მიშას”, “არა პოლიტიკურ დევნას” - ამ სლოგანით ამ წუთებში აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მიემერთებიან, სადაც აქცია 18:00 საათზე დაიწყება.

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: “მიშას გაუმარჯოს”, “თავისუფლება მესამე პრეზიდენტს”.

მოქალაქეები, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოვიდნენ.

როგორც ისინი აცხადებენ, აქცია მშვიდობიანი ხასიათის და მასშტაბური იქნება. მათი მთავარი მოთხოვნაა ციხიდან გათავისუფლდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ამასთან, აქციის მონაწილეების ნაწილი ამბობს, რომ თბილისში დარჩენას და აქციის გამართვას იქამდე აპირებს, ვიდრე ციხიდან არ გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი.

ამ დროისთვის რესპუბლიკის მოედანზე უკვე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს