მიხეილ სააკაშვილი - 30 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე, დავიცვათ თითოეული ხმა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამომრჩეველს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე მისვლისკენ მოუწოდებს.

როგორც საპატიმროდან ექსპრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომელიც ნიკა გვარამიამ საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას წაიკითხა, 30 ოქტომბერს ყველა ხმა უნდა იყოს დაცული.

„30-ში ყველანი არჩევნებზე, დავიცვათ თითოეული ხმა და შემდეგ ერთად ვიზეიმოთ ნიკა მელიას გამარჯვება თბილისში. ხატია დეკანოიძის გამარჯვება ქუთაისში, გიორგი კირთაძის გამარჯვება ბათუმში, ანზორ მელიას გამარჯვება ზუგდიდში, დავით კირკიტაძის გამარჯვება რუსთავში, გიგი უგულავას გამარჯვება ფოთში კობა ნაყოფიას გამარჯვება სენაკში, გიორგი ბოტკოველის გამარჯვება თელავში, იოსებ ბუაძის გამარჯვება ხაშურში“, - აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.

ცნობისათვის, ამ წუთებში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა