გიგი უგულავა - ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში უკანასკნელი პოლიტპატიმარი იყოს - ვიბრძოლოთ ყველგან და 30 ოქტომბერს გავიმარჯვოთ, გავიმარჯვოთ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, გავიმარჯვოთ ქვეყნის თავისუფლებისთვის

მეგობრებო, სანამ ჩვენ თვითონ არ ვნახეთ, რომ მიშამ ყველა ბარიერი გადალახა და მოვიდა აქ, ბევრი ვფიქრობდით, რომ ეს არ შედგებოდა, ბევრი ვამბობდით, რომ ეს „ბლეფია“. ზოგი ბუენოს აირესიდან, ზოგი ტრუსკავეციდან გვესალმებოდა, მაგრამ მეგობრებო, დადგა მომენტი და დრო და მან თავისი საქმე გააკეთა - მე ვარ ამაყი, როგორც არასდროს იმიტომ, რომ მეც ჩემი შერყეული რწმენა გამიმთელდა ადამიანის და მეგობრის მიმართ , - ამის შესახებ ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ბრძოლის მაგალითი აჩვენა და ახლა, უკან დახევის უფლება აღარავის აქვს.

„მეგობრებო, რუსთავისკენ ქარი ქრის, ამიტომ თქვენი ხმაური და თქვენი ხმა გავაგონოთ მთელ საქართველოს და გავაგონოთ ყველას, ვისაც კი უნდა ამ ქვეყანაში თავისუფლება. მეგობრებო, სანამ ჩვენ თვითონ არ დავიჯერებთ გამარჯვებას, მანამ გამარჯვება ყოველთვის გვერდზე ჩაივლის. მეგობრებო, სანამ ჩვენ თვითონ არ დავინახეთ, მანამდე არ გვწამდა. მეგობრებო, სანამ ჩვენ თვითონ არ ვნახეთ, რომ მიშამ ყველა ბარიერი გადალახა და მოვიდა აქ, ბევრი ვფიქრობდით, რომ ეს არ შედგებოდა, ბევრი ვამბობდით, რომ ეს ბლეფია. ზოგი ბუენოს აირესიდან, ზოგი ტრუსკავეციდან გვესალმებოდა, მაგრამ მეგობრებო დადგა მომენტი და დრო და მან თავისი საქმე გააკეთა. მე ვარ ამაყი, როგორც არასდროს. იმიტომ, რომ მეც ჩემი შერყეული რწმენა გამიმთელდა ადამიანის და მეგობრის მიმართ. დღეს ის არის აქ, ის არის ყველაზე თავისუფალი, ის არის ყველაზე თამამი, მან მოგვცა მაგალითი ბრძოლის და ჩვენ აღარ გვაქვს უკან დახევის უფლება.

მეგობრებო, დღეს ჩვენ არ ვითხოვთ მხოლოდ სააკაშვილის თავისუფლებას ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი - ეს უფრო დიდი მისიაა, ეს კიდევ უფრო დიდი ამოცანაა იმიტომ, რომ ეს პირველ რიგში გამორიცხავს შურისძიებას, გამორიცხავს ბოღმას ქვეყანაში, გამორიცხავს გაუტანლობას და გამორიცხავს „ქართულ ოცნებას“. ჩვენს გვერდით არის მთელი მსოფლიო, ყველას ამოუვიდა ყელში ის საზიზღრობა, რაც ქვეყანაში სუფევს, მაგრამ თუ ჩვენს თვალებში არ იქნება გამარჯვების რწმენა, მანამდე გამარჯვება არ დადგება, ამიტომ გამოვიყენოთ ყველაფერი რაც კი შეიძლება, ვიბრძოლოთ ყველგან და 30-ში გავიმარჯვოთ, გავიმარჯვოთ თავისუფლებისთვის, გავიმარჯვოთ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, გავიმარჯვოთ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის“, - განაცხადა უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა