გიგი უგულავა - სააკაშვილმა 18 წლის წინ დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ქვეყნის ისტორია - დღეს მას არ აცადეს ხინკლის ჭამა, ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები!

ვუსურვოთ მიხეილ სააკაშვილს თავისუფლება. დღეს ის ჩვენზე მეტად თავისუფალია! ოდესღაც, მან 18 წლის წინ, დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ამ ქვეყნის ისტორია. დღეს მას არ აცადეს ხინკლის ჭამა. ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები! ,- ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილის ფოთის მერობის საერთო კანდიდატმა გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც უგულავა განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი უკანასკნელი პოლიტიკური პატიმარი უნდა იყოს.

„ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი. ჩვენ არ ვიბრძვით შურისძიებისთვის, ჩვენ გვინდა მართლა თავისუფალი სასამართლო, სადაც ვერავინ დაგჩაგრავს, შენ სიმართლეს იტყვი და დაამტკიცებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა თავისუფალი არჩევნები, როდესაც მოიგებ არ გაგიყალბოს ფურცლიანმა კოორდინატორებმა და სუს-ის მოგზავნილმა აგენტებმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არავის აღარ მოუსმენენ, სულში არავის ჩაუძვრებიან, ოჯახს არ წაუბილწავენ, აღსარებას არ მოუსმენენ და არ დააშანტაჟებენ. დიახ, ასეთი საქართველო გვინდა. თუ რამე თავიდან ვერ, ან არ გავაკეთეთ თავის დროზე, დღევანდელი დღე იყოს პატიების დღე, ამავე დროს დიდი გამარჯვების დასაწყისი. პატიება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც გავიმარჯვებთ! გამარჯვებაზე გადის პატიებაც, თავისუფლება, კეთილდღეობაც და ამ ქვეყნის მომავალი.

ვუსურვოთ მიხეილ სააკაშვილს თავისუფლება. დღეს ის ჩვენზე მეტად თავისუფალია! ოდესღაც, მან 18 წლის წინ, დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ამ ქვეყნის ისტორია. დღეს მას არ აცადეს ხინკლის ჭამა. ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები! იმიტომ რომ მეტს არაფერს იმსახურებთ! “,-აღნიშნავს უგულავა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს