ლევან ხაბეიშვილი - დღეს მათემატიკა და კალკულატორები არ ეყოფათ თავების დასათვლელად, ქუდზე კაცია გამოსული - რაც შეეხება კონტრაქციას, ეს კობახიძის და ღარიბაშვილის ბინძურ თავშია მოფიქრებული

ეჭვი მაქვს, რომ დღეს მათემატიკა და კალკულატორები არ ეყოფათ თავების დასათვლელად, მთელმა საზოგადოებამ ნახა, რომ ქუდზე კაცია გამოსული და უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან ,,ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, დღევანდელი აქცია იქნება საზომი იმის, თუ რამდენად სწრაფად გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი.

,,ეს არის ქართველი ხალხის გზავნილი ოლიგარქ ივანიშვილის მიმართ, რომ არ შევეგუებით რუსეთს საქართველოში. დღევანდელი აქცია არის საზომი იმის, რამდენად სწრაფად გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი, ეს მოხდება ძალიან მალე. ვარწმუნებ საზოგადოებასაც და ,,ქართულ ოცნებასაც”, რომელიც მუდმივად იბრიქება , მოუწევთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია”, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა შემთხვევებს, როდესაც რეგიონებიდან მომავალ ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს ცოცხებით დახვდნენ. ხაბეიშვილის განცხადებით, აღნიშნული დავალება ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გასცა.

,,ეს იყო ტრაგიკული, ვწუხვარ ამ ადამიანების გამო. ეს დავალება გასცა ირაკლი კობახიძემ, საკრებულოს თავმჯდომარეებს მან ჩაუტარა თათბირი და მისცა ეს დავალება. იგივე დავალება ჰქონდა მცხეთაში პარტიის თავმჯდომარეს, თუმცა შეაგონეს, რომ სვეტიცხოვლობაა და შესაძლოა, ტურისტებიც ყოფილიყვნენ. ეს არის კობახიძის და ღარიბაშვილის ბინძურ თავში მოფიქრებული კონტრაქცია, ეს ხალხიც უნდა გათავისუფლდეს”, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო