დავით არახამია - მოვითხოვ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას - მიხეილ, უკრაინა შენს გვერდით არის

მიხეილ სააკაშვილი ნამდვილი რეფორმატორია! მიხეილ, უკრაინა შენს გვერდით არის!“, - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე გაუშვეს.

არახამია მოითხოვს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.

„მე დავით არახამია, პრეზიდენტის პარტიის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამ ვიდეოს ვწერ, რათა რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელს მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოვუცხადო! მოვითხოვ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოში ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე მიღწევები და კაპიტალური მშენებლობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დროს განხორციელდა. მიხეილ სააკაშვილი ნამდვილი რეფორმატორია! მიხეილ, უკრაინა შენს გვერდით არის“, - აღნიშნავს დავით არახამია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო