სერგო ჩიხლაძე - დღეს არის დემონსტრირება, რომ ქვეყანაში ბევრი ადამიანია, რომელიც აპროტესტებს უსამართლობას - სურათი სახეზეა, თავისუფლების მოედანი გავსებულია

სურათი სახეზეა, თავისუფლების მოედანი გავსებულია, ამიტომ თუ ვინმეს თავების თვლა უყვარს ითვალონ ეს თავები, ხვალ საღამომდე მოუნდებიან თავების თვლას, - ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც მან ,,ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, აქციაზე დასწრების გადაწყვეტილება პარტიულად არ მიუღიათ, ვინაიდან, ამ აქციას ვიწროპარტიულად არ უყურებენ.

,,ვინც მოვედით ვუერთდებით გზავნილებს როგორიც არის სამართლიანი სასამართლოს არსებობა, პოლიტიკური დევნის დასრულება, სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია და ა.შ. ასე იოლად ეს ამბავი არ გადაწყდება, მაგრამ დღეს არის დემონსტრირება, რომ ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანია, რომელიც აპროტესტებს უსამართლობას, ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებას. პარალელური ბრძოლის ხაზებია მეორე ტური, ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზება და სხვა. სურათი სახეზეა, თავისუფლების მოედანი გავსებულია, ამიტომ თუ ვინმეს თავების თვლა უყვარს ითვალონ ეს თავები, ხვალ საღამომდე მოუნდებიან თავების თვლას. ხელისუფლებას თუ არ ესმის ეს პროტესტი, მით უარესი მათთვის, მათ შორის მეორე ტურებზე”, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა