ნიკა მელია - დღეს, ჩვენ, ქართველმა ხალხმა მორალურად გავიმარჯვეთ, მთელმა მსოფლიომ დაინახა, თუ რას ნიშნავს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი

დღეს, ჩვენ, ქართველმა ხალხმა მორალურად გავიმარჯვეთ, მენდეთ, მერწმუნეთ ხალხნო. მთელმა მსოფლიომ დაინახა, თუ რას ნიშნავს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან აქციაზე მისულ კოლეგებს ოპოზიციური პარტიებიდან მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, ვინც აქ მოვიდა და გაიზიარა ეს ტკივილი, ეს საფრთხე, რომლის წინაშეც ჩვენ აღმოვჩნდით ყველანი ერთად. დიდი მადლობა, მე ვნახე აქ ბევრი პოლიტიკური, განსხვავებული პარტიის წარმომადგენელი, მადლობა ხალხო, ასე უნდა აშენდეს თანამედროვე სახელმწიფო, ეს აქცია არ და ვერ იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით ჩატარებული, მიხეილ სააკაშვილს, როგორც ასეთს კი არ სჭირდება ზრუნვა, არამედ ამ ქვეყნის ღირსებას და მომავალს სჭირდება ზრუნვა, მადლობა, რომ როგორც ერთნი, ისე დავდექით, აურაცხელი რაოდენობის ადამიანი გამოვიდა.

უცხოელმა ჟურნალისტმა მკითხა, რას უკავშირებთ ამ რაოდენობის ადამიანის ქუჩაში გამოსვლასო. იცით, ყველაფერთან ერთად ძალიან ბევრი ქართველი მიხვდა, რომ ხელიდან გვეცლება ამ ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და თავისუფლება. რეალურად, ეს საფრთხე აქვს დღეს ქართველს. დიახაც, ოლიგარქმა ამ საფრთხის წინაშე დაგვაყენა ჩვენ და სხვანაირად არ შეგვეძლო მოვქცეულიყავით, არც თუ ისე ცოტა ადამიანი საუბრობდა დღემდე - რამდენი ადამიანი გამოვა- არ გამოვა? ბევრნი ვიქნებით, თუ ცოტანი? იმაზე ბევრი ვართ, ვიდრე ყველას წარმოედგინა. რატომ იცით? ისტორიულად ქართველ ერს ახასიათებს ყველაზე მაგარი თვისება - გარდამტეხ, გადამწყვეტ მომენტში ჩვენ შეგვიძლია ერთიანობა, ჩვენ შეგვიძლია ხელი ხელს ჩავკიდოთ და აქ, თავისუფლების მოედანზე მათ შორის, სადაც სული დალია უამრავმა ქართველმა წინაპარმა იმისათვის, რომ ასე თავისუფლად ჯერ კიდევ საქართველოს დროშას ეფრიალა, ამ დროშების დაწევის უფლებას არავინ არავის მისცემს, ამიტომ ვართ აქ ბევრი. მეკითხებიან, რა საღამო იყო აქ, რას ვაკეთებდით. ხალხნო, პოლიტიკური გამარჯვება შეუძლებელია თუ მანამდე მორალურად არ გაიმარჯვებ. დღეს, ჩვენ მორალურად გავიმარჯვეთ ქართველმა ხალხმა, მენდეთ, მერწმუნეთ ხალხნო. მთელმა მსოფლიომ დაინახა, თუ რას ნიშნავს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი“, - განაცხადა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა