ეკა ხერხეულიძე - დღევანდელი დღე იყო მომგებიანი არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობისთვის", არამედ ქვეყნისთვის

ძალიან თვალსაჩინო იყო ის, რაც თავისუფლების მოედანზე და რუსთაველზე ხდებოდა - არ არის საინტერესო რას იტყვის ხელისუფლება , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციის დასრულების შემდეგ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რამდენად გადამდები იყო ეს ქართველი საზოგადოებისთვის, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 30 ოქტომბერს.

"საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკურად დევნილი და ის არის დასახსნელი პატიმრობიდან.

ხელისუფლება არის მილევად რეჟიმში და ნამდვილად აღარ ვინტერესდები მათი აზრით. მორალური და პოლიტიკური უპირატესობა ხალხისკენაა და ეს ადრე თუ გვიან გამარჯვებით გაფორმდება, ხელისუფლებაც ამას აცნობიერებს.

ყოველი აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ მიზანთან ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი დღე იყო მომგებიანი არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობისთვის", არამედ ქვეყნისთვის, რადგან მსგავსი სიმშვიდით და ერთობით გამოხატული ნება და დასავლური ორიენტირი, რომელიც არის ის ღირებულებები, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკურ დღის წესრიგად უქცია.

დღევანდელი აქციაც ამისკენ იყო მიმართული და ხვალ და ზეგ უფრო დიდი გავლენა ექნება ამ პროცესებს, ვიდრე დღეს აღიქვა საზოგადოებამ", - განაცხადა ხერხეულიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა