ლევან გოგიჩაიშვილი - რა ახსნა უნდა მოუძებნო იმ ადამიანების საქციელს, რომლებმაც გააზრებულად იციან, რა ჩაიდინა სააკაშვილის რეჟიმმა და დღეს იქ დგანან? - ავადმყოფობა

რა ახსნა უნდა მოუძებნო იმ ადამიანების საქციელს, რომლებმაც გააზრებულად იციან, რა ჩაიდინა სააკაშვილის რეჟიმმა და

დღეს იქ დგას? - ავადმყოფობა, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული სპეკულაციების შედეგად, ქვეყანაში შესაძლოა, უარესი პროცესი განვითარდეს.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაპირება, რომ შეიქმნება კოალიციური მთავრობა, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ორ თვეში აღარ იარსებებს.

„ეს „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისი იქნება, თუ პროცესი ასე წავა. ჩვენ შანტაჟში ვერ ვიცხოვრებთ - „მგელი მოვა, მგელი მოვაზე“ არ არის ლაპარაკი, განვითარება გვინდა, ერთ ადგილას ვდგავართ, ვტკეპნით, კიდევ უფრო უკან წავალთ. ამ ტყვეობაში ადამიანი ბოლოს ვეღარ გაძლებს. ამით ვაჭრობა, სპეკულაცია, ეს თუ არა, ის იქნება - ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია, შეიძლება უფრო უარესი პროცესი მივიღოთ. რადგან აქამდე მიიყვანეს, ამაზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ხელისუფლებას ეკუთვნის.

ხელისუფლებას რომ იღებ, მორალური ლეგიტიმაცია ხომ უნდა გქონდეს? „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ვერაფერს გააკეთებენ, რევანშისა და შურისძიების მეტი არაფერი მოხდება - იმაზე უარესი მოხდება, რაც ხდებოდა. ამხელა ბოღმა, რომ შემოესევა და გადმოეფინება, ამაზე ადამიანი რომ ფიქრობ, შეიძლება ყველა გადაწიო და ფარად დადგე. თქვენ წარმოგიდგენიათ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კოალიცია?! რამდენ ხანში გაანადგურებს იმ თავის კოალიციას? - ალბათ ორ თვეში ეს კოალიცია აღარ იარსებებს, იმათ უბრალოდ შეჭამენ. ერთმანეთი არ დაინდეს ხელისუფლებაში, რომ მოვიდნენ 2003 წელს, ვინ ვის დაინდობს, რა კოალიცია და ვინ დააბალანსებს?!“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს