ლილე ლიპარტელიანის ინფორმაციით, საკრებულოს შენობაში ინტერნეტის ჩამხშობი აპარატურა აღმოაჩინა, რის გამოც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა

,,ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს დეპუტატის ლილე ლიპარტელიანის ინფორმაციით, საკრებულოს მესამე სართულზე ინტერნეტის ჩამხშობი და მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა.

მისი ინფორმაციით, საკრებულოს მესამე სართულიდან უცხო პირმა ჩემოდნები ჩამოიტანა, რითიც ხმაური გამოიწვია და მისი ყურადღება მიიპყრო.

ლიპარტელიანის განცხადებით, აღნიშნული შემთხვევის შემდეგ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

საკრებულოს შენობაში სამართალდამცავებთან ერთად იმყოფება ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ნადირაძეც.

,,როგორც მითხრეს, ეს არის ინტერნეტის დამხშობი აპარატურა, რომელიც საკრებულოს მესამე სართულიდან ჩამოიტანა უცხო პირმა. კიბეებზე იმხელა ხმა ჰქონდა ამ ჩემოდნებს მიიქცია ჩემი ყურადღება, მივედი ახლოს ვინ ხარ - მეთქი, ვკითხე და გაიქცა. აპარატურა აქ დატოვა, ჩემი ინფორმაციით დადასტურებულად ინტერნეტის ჩამხშობი აპარატურაა”, - აღნიშნა ლილე ლიპარტელიანმა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია