სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს  შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს გი რაიდერს შეხვდა.

პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა დასაქმების, შრომისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მიმართულებით პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე ისაუბრეს. აქვე, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით.

"განსაკუთრებით ხაზგასასმელია ინკლუზიური სოციალური დიალოგი, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის საშუალებას იძლევა.

პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველოში ტექნიკური დახმარების პროგრამების მოცულობის გაზრდის საკითხი დასვა, რაზეც ორგანიზაციის მხრიდან თანამშრომლობის მზაობა გამოითქვა, რათა მოხდეს ახალი რეგულაციების და დაცვის მექანიზმების ეფექტური დანერგვა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს პროფესიული უნარების განვითარების კუთხით, ILO -სა და განათლების სამინისტროს თანამშრომლობის შესახებ",- აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო