განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 ოქტომბერს, ბრალდებულმა, შემდგომი გასაღების მიზნით, გორში შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი, რომელიც განათავსა მისსავე მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში და გადაზიდა თბილისის მიმართულებით, რა დროსაც იგი საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შეაჩერეს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ამოღებულ იქნა „DUBAO“-ს ფირმის, 4 999 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 21 000 ლარს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო