საქართველო კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეს აღნიშნავს

ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და წელს პირველად, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე, მსოფლიო მასშტაბით, ოქტომბერში აღინიშნება. წლევანდელი სლოგანია - შეიტანე წვლილი. #იყავი კიბერფრთხილი.

„საქართველოს ეროვნული ბანკი, საბანკო ასოციაციისა და ექვსი კომერციული ბანკის - „თიბისის“, საქართველოს ბანკის, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“, „ლიბერთი ბანკის“, „ბაზისბანკისა“ და „პაშა ბანკი“ საქართველოს ჩართულობითა და მხარდაჭერით, კიბერცნობიერების ამაღლების მიზნით, კიბერუსაფრთხოების თემაზე შექმნილი პოსტერებისა და სლოგანების კონკურსს აცხადებს.

ეროვნული ბანკი, კიბერცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებულ აქტივობებს ფინანსური განათლების პორტალ ფინედუსა და კომერციულ სექტორთან ერთად მთელი თვის განმავლობაში განახორციელებს.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: კონკურსის-პირობებიpdf.pdf (nbg.gov.ge), ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს