შსს საკრებულოს შენობაში განთავსებულ აპარატურაზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ტექნიკა პოლიციის გამართული მუშაობისთვის გამოიყენება

შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ, თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ტექნიკური საშუალება მოძრავი რეპიტერია, წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას, რომელიც აძლიერებს როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს. ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის როგორც რადიო სადგურის ასევე მობილური კავშირის მეშვეობით.

ცნობისთვის, ,,ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლილე ლიპარტელიანმა გუშინ, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საკრებულოს მესამე სართულზე ინტერნეტის ჩამხშობი და მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა. მისი ინფორმაციით, საკრებულოს მესამე სართულიდან უცხო პირმა ჩემოდნები ჩამოიტანა, რითიც ხმაური გამოიწვია და მისი ყურადღება მიიპყრო. ლიპარტელიანის განცხადებით, აღნიშნული შემთხვევის შემდეგ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს შენობაში სიგნალის ჩამხშობი აპარატურის პოვნის შესახებ ინფორმაცია გუშინ, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციისას, „ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის