ანა ბუჩუკური მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის, თუმცა აღნიშნავს, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, არ გაჩნდეს კითხვები მის საქმეებთან დაკავშირებით

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის, თუმცა აღნიშნავს, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, არ გაჩნდეს კითხვები მის საქმეებთან დაკავშირებით.

„ბუნებრივია, გუშინდელი აქციის გამო, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, ჩვენ ჩვენს გეგმავს მივყვებით, როგორც მანამდე ჩვენი პოზიციები არის მყარი. რაც შეეხება გამოშვება- არგამოშვებას, როგორც იურისტი გეუბნებით, სამართლებრივად რთულად წარმოსადგენია აქციის დაკონვერტირება გათავისუფლებაში. „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე. ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს მისჯილი და ის არის დამნაშავედ ცნობილი ქართული სასამართლოს მიერ, რამდენიმე საქმეზე მიმდინარეობს პროცესი და რაიმე კითხვები რომ არ გაჩნდეს, მათ შორის, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოში, ესეც არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე მოხდეს პატიმარ სააკაშვილის მიმართ სასჯელის აღსრულება, რაც მათ შორის, გულისხმობს მისი უფლებების დაცვას, ისევე როგორც სხვა პატიმრების, მათ შორის, ჯანმრთელობის უფლება უნდა იყოს დაცული,“ - განაცხადა ბუჩუკურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო