GDI - სახელმწიფო ინსპექტორი ადასტურებს, რომ სუს-ის ფაილებში არსებული 6 ჟურნალისტის და დეპუტატის ფარულ მოსმენას მისი მეთვალყურეობის ფარგლებში ადგილი არ ჰქონია

სახელმწიფო ინსპექტორი ადასტურებს, რომ სუსი-ის ფაილებში არსებული 6 ჟურნალისტისა და პარლამენტის წევრის ფარულ მოსმენა/მიყურადებას მისი მეთვალყურეობის ფარგლებში ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) ავრცელებს.

მათივე განცხადებით, 2021 წლის 30 სექტემბერს, GDI-მ მიმართა სახელმწიფო ინსპექტორს და დაცვის ქვეშ მყოფი პირების საუბრების მოსმენა/მიყურადების კანონიერების გადამოწმება მოითხოვა. 2021 წლის 11 ოქტომბრით დათარიღებული წერილში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში საკითხის გადამოწმების შედეგად, მითითებულ მოსმენა/მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით, არ გამოვლენილა გარემოებები, რაც განმცხადებელთა (კანონიერი მოსმენა/მიყურადების შემთხვევაში) ინფორმირების ვალდებულებას წარმოშობდა. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორმა GDI-ს განცხადება გადააგზავნა თბილისის პროკურატურაში რეაგირებისთვის. აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ GDI-ს დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ განხორციელებული მოსმენა/მიყურადება კანონიერი არ ყოფილა.

საქმე ეხება 2021 წლის 14 სექტემბერს, სხვადასხვა მედია საშუალების მეშვეობით, გავრცელებულ ინფორმაციას, საიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სავარაუდოდ, უკანონოდ უსმენდა სასულიერო პირების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, ადვოკატების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და სხვა პირების პირად საუბრებს. გავრცელებული მასალის მოცულობა მიუთითებს, რომ უკანონო მოსმენებს ჰქონდა სისტემური ხასიათი.

GDI იცავს ჟურნალისტების: ქეთი ნადიბაიძის, მარტა ქურასბედიანის, მარიამ გეგუჩაძის, ნოდარ რუხაძის, თათუშა არველაძის, ნანუკა ბრეგაძისა და პარლამენტის წევრი, თიკა ბოკუჩავას ინტერესებს. ჟურნალისტებმა და პარლამენტის წევრმა გავრცელებულ მასალაში აღმოაჩინეს ინფორმაცია თავიანთი საუბრების უკანონო მიყურადების შესახებ. მათ უშუალო ზიანი მიადგათ დანაშაულის შედეგად, შეილახა მათი კერძო კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლება.

„აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის 30 სექტემბერს, GDI-მ ბენეფიციართა სახელით, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, საქართველოს პროკურატურას მიმართა. აღნიშნულ მოთხოვნას პროკურატურამ პასუხი არ გასცა, მიუხედავად იმისა რომ ევალებოდა ადვოკატის მოთხოვნაზე 48 საათის განმავლობაში გამოეცა დადგენილება და დაზარალებულად ეცნო ან უარი ეთქვა, უკანონო მოსმენების მსხვერპლებისთვის, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. მოთხოვნის უგულებელყოფის გამო, GDI-მ 2021 წლის 8 ოქტომბერს ზემდგომი პროკურორის სახელზე წარადგინა საჩივარი და მოითხოვა უკანონო მოსმენების მსხვერპლებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევით, აღნიშნულ განცხადებაზეც დღემდე GDI-ს პროკურატურისგან პასუხი არ მიუღია.

საქართველოს პროკურატურა ვალდებულია ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით და დასაჯოს ყველა პირი, ვინც უკანონოდ უსმენდა ადამიანების კერძო საუბრებს, მათ შორის ის პირები, ვინც ბრძანებას გასცემდნენ უკანონო მოსმენების შესახებ. ამასთან, საქართველოს პროკურატურა ვალდებულია, დანაშაულის მსხვერპლებს მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი, რათა მათ შეძლონ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაზარალებულის უფლებებით, მათ შორის საქმის მასალების გაცნობის ან/და საქმის მასალების ასლების მიღების უფლებით სარგებლობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არმაზ ახვლედიანი - რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, ამას „ნაცმოძრაობის“  ხელმძღვანელები ვერ ხვდებიან? თუ ვერ ხვდებიან, მაშინ რა უნდათ პოლიტიკაში?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.02.2023
რამაზ საყვარელიძე - საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობის მოტივს ვერ ვხედავ, სამაგიეროდ ვხედავ რუსეთის მოტივს, დაარწმუნოს ყველა, რომ საქართველო მისი ისეთი კარგი მეგობარია, რომ მოსკოვი ფრენებსაც კი აღადგენს
ნათია სონღულაშვილი - ყველა ის გარანტია, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასათანადო მოპყრობის მსხვერპლს სთავაზობს, გაზრდის მსხვერპლის ნდობას სამსახურისა და თითოეული გამომძიებლის მიმართ
მსოფლიო ჩემპიონატის წინ სილქნეტი სათხილამურო ფედერაციასთან ერთად მედიას შეხვდა
კრედო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად ხელშეკრულება გაფორმდა
„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს
რეკრუტინგის პირველი ქართული აპლიკაციის - Awork Business App-ის პრეზენტაცია 2 თებერვალს, King David-ში გაიმართა
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა