გიორგი კახიანი - არ მგონია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში კითხვები ჩნდებოდეს სააკაშვილთან დაკავშირებით, სასჯელი, რაც აქვს დაკისრებული, უნდა აღსრულდეს

არ მგონია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში კითხვები ჩნდებოდეს სააკაშვილთან დაკავშირებით - კანონის უზენაესობა და სასჯელი, რაც აქვს დაკისრებული სასამართლოს მიერ, უნდა აღსრულდეს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აქციას რაიმე გავლენა მართლმსაჯულების აღსრულებაზე ვერ ექნება.

"ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული პირების მხრიდან ლობიზმი მიმდინარეობს სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. შეიძლება ვინმემ შეფასება გააკეთოს სასამართლოსთან მიმართებით და თქვას, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ეს მათი შეფასებაა და რეალობა არის სულ სხვა. საზოგადოებამ კარგად იცის, რა ქმედებები იყო ჩადენილი, როგორი რეჟიმი იყო, როგორი ხელისუფლება და რაც იყო პროცესში მიხეილ სააკაშვილის როლი,"- განაცხადა კახიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა