აკაკი ბობოხიძე - როცა პანდემიის პერიოდში ამდენი ადამიანი იკრიბება, ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობას ცვლილებები უნდა

როდესაც პანდემიის პერიოდში ამდენი ადამიანი იკრიბება, ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობას ცვლილებები უნდა - გუშინ ძალიან ბევრი ხალხი იყო და ამ ფაქტის უარყოფა შეუძლებელია,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ გუშინ „ნაცინალური მოძრაობის“ წევრებისა და მხარდაჭერების მიერ გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ სამარცხვინო მცდელობებშია და „თვალს იბრმავებს“.

„ქართული ოცნება“ კვლავ სამარცხვინო მცდელობაშია, როდესაც თვალს იბრმავებს და თეთრზე ამბობს, რომ შავია. გუშინ ძალიან ბევრი ხალხი იყო და ამ ფაქტის უარყოფა შეუძლებელია, თუმცა „ქართული ოცნებისგან“ არაერთხელ მოვსწრებივართ ფაქტების უტიფარ უარყოფას. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად არჩევნებში მონაწილეობას და გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. განსაკუთრებით, როდესაც პანდემიის პერიოდში ამდენი ადამიანი იკრიბება, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას ცვლილებები უნდა. ამ ცვლილებების ყველაზე რეალური გზა არჩევნებზე გადის. წინ გველოდება ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი უახლოეს პერიოდში, ეს არის მეორე ტურის არჩევნები, სადაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დავამარცხოთ, ყველგან უნდა მივიღოთ მონაწილეობა“,- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ შარშან, უკრაინის გაუბედურების ხარჯზე, რადგან საქართველოში ხალხი და ფული რუსეთიდან შემოდის
„ლიბერთი“ მასშტაბური პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს
BTU-მ ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შექმნისთვის საჭირო კვლევა დაიწყო
სიახლე - „ლიბერთის“ ბანკომატებში Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ოპერაციის შესრულება
კახა ოქრიაშვილი - ვულოცავ „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რის შედეგადაც ეს პარტია უკეთესი და უკეთესი ლიდერებით შეივსება“
TNET-ი და USAID-ი ითანამშრომლებენ ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის საქართველოში
CashBack და Mastercard-ის აქცია ქართული ბრენდებისთვის - 60%-მდე ქეშბექი ონლაინ შოპინგისას
EIB Global-სა და კრედო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად 28.8 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა