ადვოკატი - სააკაშვილთან საუბარი გვექნება მისი გათავისუფლების სამართლებრივ გზებზე, ყველაზე ეფექტური გზაა სალომე ზურაბიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღება

ჩვენ შევხვდებით მიხეილ სააკაშვილს და ყველა საჭირბოროტო საკითხზე გვექნება მასთან საუბარი, მათ შორის მისი გათავისუფლების სამართლებრივ გზებზე, რომელზეც რეალურად საქართველოს ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კითხვაზე, თუ რატომ უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი გუშინ ქართველმა საზოგადოებამ მკაფიო პასუხი გასცა.

,,მიხეილ სააკაშვილი არის ამ ხელისფულების პოლიტიკური მძევალი, მის მიმართ არ ტარდება პროცესები და არ ხორციელდება მართლმსაჯულება. ის უნდა იყოს გათავისუფლებული იმიტომ, რომ საქართველოს არ სჭირდება ტყვეობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი. ამის მკაფიო მესიჯი იყო ხალხის გულანთებული სურვილი, რომელიც დაფიქსირდა გუშინ. ჩვენ შევხვდებით მიხეილ სააკაშვილს და ყველა საჭირბოროტო საკითხზე გვექნება მასთან საუბარი, მათ შორის მისი გათავისუფლების სამართლებრივ გზებზე, რომელზეც რეალურად საქართველოს ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს.

პირველ რიგში, ყველაზე ეფექტური გზა არის სალომე ზურაბიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღება. სამწუხაროდ, მან გაასწრო მოვლენებს და თავიდანვე დაიჭირა ისეთი პოზა, რომ მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ჩვენ გვაქვს პრეცედენტები, რომ პოლიტიკურ საქმეებზე მან მიიღო გათავისუფლების გადაწყვეტილება, საქართველოს ისტორიაში კი მიხეილ სააკაშვილზე მსხვილი ფიგურა პოლიტიკურ ისტორიაში არ ყოფილა“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს