გიგი წერეთლის ინფორმაციით, აქციაზე მიმავალ „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარეს და მის თანმხლებ პირებს თავს დაესხნენ

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთლის ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციაზე მიმავალ „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ქებაძეს და მის თანმხლებ პირებს თავს დაესხნენ და როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

გიგი წერეთელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, თითოეულ ამ ფაქტზე რეაგირება მოახდინოს და ინციდენტში მონაწილე პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

„გვინდა შევაფასოთ და ვისაუბროთ ძალადობაზე, რომელიც განხორციელდა იმ ადამიანების მიმართ, ვინც აპირებდა აქციაზე გამგზავრებას. ეს კადრები მთელმა საქართველომ ნახა და იყო ბევრ ადგილას ორგანიზებული. განსაკუთრებული აქტივობა იყო რუსთავში. ამოცნობილი არიან ადამიანები, რომ ამ ძალადობრივ ჯგუფებს წარმოადგენდნენ საჯარო სექტორში, მერიაში დასაქმებული პირები, რომელიც ხელისუფლებამ გადააქცია მოძალადე ჯგუფების წევრებად. „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ქებაძეს და მის თანმხლებ პირებს დაესხნენ თავს, იყო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს რომ ასე გადადგომოდნენ ადამიანები, დარწმუნებული ვარ, ყველა იქნებოდა დაკავებული და ზომაზე მეტი სასჯელი დაემუქრებოდათ, მაგრამ დღეს არაფერი არ ხდება, არც მოკვლევა და არც გამოძიება ისეთ ფაქტზე, როდესაც ადამიანებს სიტყვიერად, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, კვერცხებით, ჯოხებით და ა.შ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას თითოეულ ამ ფაქტზე მოხდეს რეაგირება და იყვნენ დასჯილი ის ადამიანები, ვინც ასეთი მოქმედება ჩაიდინა. სხვა შემთხვევაში არჩევნების წინ იქნება ნეგატიური ფონი, რომელიც ამ ქვეყანას დააზარალებს“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

მომხდარი დაპირისპირების დეტალებზე ისაუბრა რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ქებაძემაც. მისი განცხადებით, 70-მდე ადამიანი მათი მიმართულებით დაიძრა და აყენებდა როგორც ფიზიკურ, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამასთან, კუთვნილ მანქანას დაუშინეს კვერცხები, ცოცხები და მანქანაში მჯდომ რამდენიმე ქალბატონს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

,,გუშინ მივემგზავრებოდით თბილისისკენ, გაჩერებულები ვიყავით ჩემს თანმხლებ რამდენიმე ადამიანთან ერთად, როდესაც გზის მეორე მხრიდან გამოჩნდა 50-60 ადამიანი, რომელიც ჩვენი მიმართულებით დაიძრა და გვაყენებდა როგორც ფიზიკურ, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას. ჩემს კუთვნილ მანქანას დაუშინეს კვერცხები, ცოცხები და მანქანაში მჯდომ რამდენიმე ქალბატონს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს იყვნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები და ამოვიცანით გიორგი თაბუკაშვილი, რომელიც კოორდინაციას უწევდა თუ როგორ უნდა მოეხდინათ თავდასხმა ჩვენზე ამ ჯგუფებს. საპატრულო პოლიცია დაგვიანებით მოვიდა და რამდენიმე ადამიანი იყვნენ, 10-15 წუთის განმავლობაში ვიყავით 70 ადამიანის გარშემო გარშემორტყმული და გვაყენებდნენ როგორც ფიზიკურ, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას“, - აღნიშნა ვახტანგ ქებაძემ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს