ლევან ბეჟაშვილი - როცა „ქართული ოცნება“ კრებს თავისუფლების მოედანზე მხარდამჭერებს, მაშინ 100 000-მდე აღწევს ხოლმე მათი რაოდენობა და როცა ოპოზიცია შეკრებს, ამბობენ, რომ 10-12 000-ია - ჩვენი ინფორმაციით, აქციაზე 50 000-ზე მეტი ადამიანი იყო

გუშინდელი აქცია იქნება საფუძველი სხვა კონკრეტული აქციებისა, რომელიც გაგრძელდება და მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას, უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ გეგმას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპროტესტო აქცია ყველა დიდ ქალაქში გაიმართება. ის ასევე გამოეხმაურა ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს იმის თაობაზე, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა გუშინდელ აქციაზე და აღნიშნა, რომ როცა „ქართული ოცნება“ კრებს თავისუფლების მოედანზე მხარდამჭერებს, მაშინ 100 000- მდე აღწევს ხოლმე მათი რაოდენობა და როცა ოპოზიცია შეკრებს ხოლმე, ამბობენ, რომ 10-12 000- ია. ბეჟაშვილის თქმით, ეს ლოგიკა, რამდენად მართებულია, საზოგადოებამ განსაჯოს, თუმცა, მათი ინფორმაციით, აქციაზე 50 000- ზე მეტი ადამიანი იყო.

„გუშინდელმა აქციამ ყველას კარგად დაანახა ის განწყობები, რომელიც არის საზოგადოებაში - მოსახლეობის უმრავლესობა ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, მის მიმართ ივანიშვილის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, უსამართლო, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ეს იქნება საპროტესტო აქციები, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა იქნება თუ სხვა. ზეწოლა გაძლიერდება ხელისუფლებაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა უმოკლეს ვადაში დატოვოს საპატიმრო და რეალურად დაიწყოს ქვეყანაში სამოქალაქო შერიგების და ქვეყნის განვითარების პროცესი,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა