ლეონიდ კუჩმა - სააკაშვილი რთული პიროვნებაა და გასაკვირი არაა, რომ შექმნილ რთულ სიტუაციაში მარტივი გამოსავალი არ არსებობს - მსურს, ის ხელისუფლებამ დაინახოს არა მოწინააღმდეგედ, არამედ უნიკალური რეფორმების არქიტექტორად

სააკაშვილი მრავალმხრივი, რთული პიროვნებაა. არ არის გასაკვირი, რომ მის ირგვლივ განვითარებულ რთულ სიტუაციაში მარტივი გამოსავალი არ არსებობს. გამოსავლის მოსაძებნად ყველა მხარისგან გაწონასწორებულობა და ნამდვილი სიბრძნეა საჭირო, - გამოცემა Гордон-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეონიდ კუჩმამ განაცხადა.

„იმედი მაქვს, უკრაინის ხელმძღვანელობა ამ ტესტს ჩააბარებს ისე, რომ არც საკუთარი მოქალაქის ინტერესებს და არც მნიშვნელოვან პარტნიორთან - საქართველოსთან ურთიერთობების სტრატეგიულ იმპერატივებს არ დააზარალებს.

ძალიან მსურს, დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილში უპირველეს ყოვლისა დაინახოს არა პოლიტიკური მოწინააღმდეგე, არამედ მსოფლიოში აღიარებული უნიკალური რეფორმების არქიტექტორი. დიდწილად სწორედ მათი წყალობით მიუახლოვდა საქართველო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის უმთავრესი ფასეულობა ჰუმანიზმია,“- აცხადებს კუჩმა.

უკრაინის ექსპრეზიდენტი სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა. მას ვიცნობ, როგორც მტკიცე მებრძოლს და მორწმუნე ქრისტიანს, მაგრამ შიმშილობა ნიშნავს, დაკარგო ძალა, რომლის გარეშეც შემდგომი ბრძოლა შეუძლებელი გახდება,“ - აცხადებს კუჩმა.

ეკატერინე ციმაკურიძე - როცა ტელევიზიის ხელმძღვანელს ასამართლებენ სრულიად არადამაჯერებელი მართლმსაჯულებით, ეს ნამდვილად არაა დასავლური მისწრაფება, ხელისუფლება კი ამბობს, რომ აქვს ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ საქმით სხვა რამეს ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
მუსიკათერაპია, როგორც ბედნიერების ტრენინგი
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა