გიგი წერეთელი ევროპარლამენტარების წერილზე - თუ ვინმეს კითხვა ჰქონდა, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ იმიტომ, რომ არ არის სანდო მართლმსაჯულება და არის პოლიტიკური დევნა. თუ ხელისუფლებაში ვინმეს კიდევ შეუძლია რეალობის ობიექტურად აღქმა, სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და გაათავისუფლონ ყოფილი პრეზიდენტი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მკაფიოა ევროპარლამენტარების პოზიცია, რომ საქართველოში უპირველეს ყოვლისა არ არსებობს ნდობა მართლმსაჯულების მიმართ და პრაქტიკულად გაცხადებული პოლიტიკური დევნაა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ.

„ჩვენ გავეცანით ევროპარლამენტის წევრების წერილს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით. აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ ახლა უფრო მკაფიოა მათი პოზიცია, რომ საქართველოში უპირველეს ყოვლისა არ არსებობს ნდობა მართლმსაჯულების მიმართ და პრაქტიკულად გაცხადებული პოლიტიკური დევნაა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ, რასაც ბეჭედი დაასვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა მისი ცნობილი განცხადებით, რომ თუ არ იქნება აქტიური, არ დავიჭერთ, თუ იქნება პოლიტიკაში აქტიურად, დავიჭერთ, თუ იაქტიურებს, მუხლებს დავუმატებთ - თუ ვინმეს კიდევ კითხვა ჰქონდა ყველასთვის ნათელი გახდა სურათი. ძალიან სამწუხაროა საქართველოს მიმართ ამგვარი დამოკიდებულება, მაგრამ ადეკვატური საქართველოს ხელისუფლების მიმართ, იმ რეალობის მიმართ, რაც არის მართლმსაჯულების და პოლიტიკური დევნის თვალსაზრისით, ზოგადად ასეთი გამოხმაურება ნეგატიურია ქვეყნისთვის, მაგრამ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ იმიტომ, რომ არ არის სანდო მართლმსაჯულება და არის პოლიტიკური დევნა. თუ ხელისუფლებაში ვინმეს კიდევ შეუძლია რეალობის ობიექტურად აღქმა, სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და გაათავისუფლონ ყოფილი პრეზიდენტი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს