რამაზ საყვარელიძე - მიტინგებით თუ მოხერხდა სააკაშვილის გათავისუფლება, ისედაც „კარგ მდგომარეობაშია“ სამართალდამცავი სისტემა და უარესში ჩავარდება

გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბა, ვიდრე ადრე იკრიბებოდა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხალხმრავლობა იმან განაპირობა, რომ ძირითადად საუბარი იყო სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ხშირად ისმოდა ფრაზა „მე არ მინდა ჩემი პრეზიდენტი“ ციხეში იყოს.

„ეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური შეფასების საფუძველზე არ კეთდებოდა, ეს არის ზოგადი ფრაზა, რომ ხალხს არ უნდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში იყოს. ასევე არ იყო რევოლუციისკენ მოწოდება და ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო იმაზე, რომ არჩევნები არის მოსაგები. ეს საკააშვილის წერილშიც იყო ნახსენები. ამდენად, მოსახლეობისთვის დისკომფორტი ამ შეკრებაში არ იყო. ბევრს, საბედნიეროდ, რევოლუცია არ უნდა. ამასთან, თავისი საარჩევნო პიარიც გამოუვიდათ. მათ გამოიყვანეს ისინი, ვინც არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას იღებს, ხალხს შეახსენეს და მოუწოდეს მათი მხარდაჭერისკენ“, - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, მას არ ჰგონია, რომ ამ აქციის შედეგად სააკაშვილს გაათავისუფლებენ.

„მიტინგებით თუ მოხერხდა მისი გათავისუფლება, ისედაც „კარგ მდგომარეობაშია“ სამართალდამცავი სისტემა და უარესში ჩავარდება. ყველა ტუსაღზე შეიკრიბება მიტინგები და მერე უნდა გამოუშვა - ეს პრინციპი არამგონია გამოდგეს. თუ უცხოეთი ჩაერევა, დამატებითი პრინციპები გაჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისთვის დიდი დისკომფორტია სააკაშვილის ციხეში ყოფნა და ასეთი მიტინგებიც ამის ლუსტრაციაა, ხელისუფლება კიდევ უფრო მეტ სირთულეებს შეხვდება, თუ დათმობაზე წავა. ძალიან ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ეხმარებიან და ერთმანეთით იმყარებენ პოზიციებს. ამ წისქვილზე თუ დაისხა წყალი, სამომავლოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებასაც“ ამომრჩეველი დააკლდება და მესამე ალტერნატივის ძებნა გაგრძელდება“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა