ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საუნივერსიტეტო რაგბის განვითარების მიზნით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ქუთაისის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიება ქუთაისში, სარაგბო ბაზა „აია არენაზე“ გაიმართა. მემორანდუმს ხელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ მოაწერეს.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმოადგენს განათლებისა და საუნივერსიტეტო სპორტის განვითარების ერთ-ერთ წყაროს საქართველოში, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ის მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა KIU-სა და რაგბის კავშირს შორის. ეს არის ორი წარმატებული დარგის თანამშრომლობა. ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება რაგბის განვითარება, საუნივერსიტეტო სპორტის კუთხით. ვფიქრობთ, რომ ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა როგორც KIU-ს სტუდენტებისათვის, ისე რაგბის კავშირისათვის“, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორის ვახტანგ ცაგარელის განცხადებით, ფონდი „ქართუ“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოველთვის იქნება ახალგაზრდობის, სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და საქართველოს რაგბის კავშირმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. დღეიდან მხარეები ერთობლივი ძალებით გააგრძელებენ ამ ორი უმნიშვნელოვანესი დარგის განვითარებას. ჩვენი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ ფონდი „ქართუ“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოველთვის იქნება ახალგაზრდობის, სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი“, - განაცხადა ვახტანგ ცაგარელმა.

როგორც ქუთაისის უნივერსიტეტში აცხადებენ, აღსანიშნავია, რომ ახალი პარტნიორობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტში რაგბის განვითარების ხელშეწყობას, მის პოპულარიზებას, მორაგბეების სპორტული კვალიფიკაციის ამაღლებას, სამოყვარულო და პროფესიულ დონეზე ახალგაზრდების დაინტერესებას/ჩართვას სპორტის ამ სახეობაში, ასევე, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.

„თანამშრომლობის ფარგლებში მორაგბეებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ მაღალი დონის განათლება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ასევე, იმეგობრონ იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც თავდადებით, დღედაღამ სწავლობენ იქ. თავის მხრივ, KIU-ს სტუდენტებს ექნებათ საშუალება, გაიზიარონ ისეთი სპორტი, როგორიცაა რაგბი, რომელიც ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილია, თავისი სტრატეგიებითა და თამაშის მეთოდით. ახალი პარტნიორობა ვფიქრობ, უახლოეს წლებში დიდ წარმატებას მოიტანს როგორც განათლების კუთხით, ისე სპორტის მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

ხელის მოწერის ცერემონიას ქართუ ჯგუფისა და რაგბის კავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ, „აია არენაზე“ KIU-სა და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის „დიდი 10“-ის მოქმედ ჩემპიონ, ქუთაისის „აიას“ ა ლიგის გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. „აია არენას“ ულტრა თანამედროვე სარაგბო ბაზა მოწყობილია ფონდ „ქართუს“ მიერ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს