შს მინისტრის მოადგილე საკრებულოში განთავსებული აპარატურის შესახებ კითხვაზე - სურათს მაჩვენებთ, რომელიც ცხოვრებაში არ მინახავს

არ ვიცი, სურათს მაჩვენებთ, რომელიც ცხოვრებაში არ მინახავს, - ასე პასუხობს შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ჟურნალისტს, რომელმაც საკრებულოს შენობაში ნაპოვნი მოწყობილობის მსგავსი ფოტო და ანოტაცია აჩვენა, სადაც ნათქვამია, რომ მოწყობილობას შეუძლია სიგნალის ჩახშობა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, მოწყობილობა რეალურად პოლიციელებს შორის კავშირგაბმულობისთვის გამოიყენება და ამაზე კითხვები არ უნდა არსებობდეს.

"როგორც სამინისტროს განცხადებაში წავიკითხეთ, ეს იყო პოლიციელებს შორის კავშირგაბმულობის სისტემის უზრუნველსაყოფად გამოყენებული სპეციალური აპარატურა, რომელიც მიზანს ისახავს, რომ პოლიციელებს შორის კავშირში არ იყოს შეფერხებები, სწორედ ამისთვის იყო მიტანილი იქ ეს აპარატურა, შესაბამისად, კითხვები არ უნდა არსებობდეს,"- განაცხადა დარახველიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა