მეუფე მელქისედეკი - აუცილებელია საყოველთაო შერიგება - სასულიერო პირებს, ეკლესიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, როგორმე გავაერთიანოთ ერი, ბოლო ათეული წლებია სულ დაპირისპირებაში ვართ

ერთმანეთის დაპირისპირება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს - ბოლო ათეული წლებია სულ დაპირისპირებაში ვართ და არ შეიძლება, - ამის შესახებ მეუფე მელქისედეკმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა.

კითხვაზე, ხედავთ თუ არა პოლიტიკოსებში მზაობას, რომ მოხდეს შერიგება, რაზეც სასულიერო პირები საუბრობთ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა ასე უპასუხა: "ჩვენ მოვუწოდებთ ყველას შერიგებისკენ, დანარჩენი მათი გადასაწყვეტია".

“დღეს მოვედი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვინახულო, ვნახო მისი მდგომარეობა, გავესაუბრო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ინტერესია მისი ჯანმრთელობის მიმართ და იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მის გათავისუფლებას მოვაწერე ხელი. რამდენიმე დღის წინ გავაჟღერე მეც ეს იდეა, რომ აუცილებელია საყოველთაო შერიგება ჩვენი ერისა. ერთმანეთთან დაპირისპირება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს. მიმაჩნია, რომ ჩვენ სასულიერო პირებს, ეკლესიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა როგორმე გავაერთიანოთ ჩვენი ერი. ბოლო ათეული წლებია სულ დაპირისპირებაში ვართ და არ შეიძლება", - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს