ალეკო ელისაშვილი - ღვინოს ვიღებდი გუშინ და არ ვიცი, რა ხდებოდა აქციაზე

ღვინოს ვიღებდი გუშინ და არ ვიცი, აქციაზე რა ხდებოდა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ ეთანხმება არავის აზრს, მათ შორის, არც ევროპარლამენტარების, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

„არ მინახავს ევროპარლამენტარების ნათქვამიც, რა ვქნა, გუშინ მთელი დღე სხვა რაღაცით ვიყავი დაკავებული ჩემს მეგობრებთან ერთად, დღეს დილიდან კი ეგრევე კომიტეტზე მოვედი. ევროპარლამენტარმა კი არა, ვინც არ უნდა თქვას, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ამ აზრს არ ვიზიარებ. არ მიმაჩნია ასე,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

მას ასევე ჰკითხეს მოსაზრება სასულიერო პირების გადაწყვეტილებაზე, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ პეტიციას აწერენ ხელს. როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, „ყველა ადამიანი თავის არჩევანში და პოზიციაში თავისუფალია, მათ შორის, სასულიერო პირიც“.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა