ირაკლი ნადირაძე - მიტინგის დასრულების შემდეგ „ოცნება“დიდ სკანდალში გაეხვა, რადგან საკრებულოში სპეცსამსახურების ორი მოწყობილობა აღმოვაჩინეთ

„ქართული ოცნება“ მიტინგის დასრულების შემდეგ გაეხვა ძალიან დიდ სკანდალში, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატებმა საკრებულოს შენობაში აღმოვაჩინეთ სპეცსამსახურების ორი მოწყობილობა - ერთი მოწყობილობა დადასტურებულად, სიგნალების ჩასახშობად გამოიყენება და მეორე, სავარაუდოდ, პორტატული მოსასმენი აპარატი იყო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შემთხვევა უდიდესი კანონდარღვევაა.

„გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე გამოსული იყო თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხი, სადაც ისინი ითხოვდნენ თავისუფლებას, განვითარებას,წინსვლას და მეორე მხრივ, ჩვენ ვნახეთ, შეშინებული „ქართული ოცნება“, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სპეცრაზმელების მობილიზებას ახდენდა და თავისუფალ მომიტინგეებს უკანონოდ უთვალთვალებდა და უსმენდა, ასევე ახშობდა სიგნალს. დიახ, „ქართული ოცნება“ მიტინგის დასრულების შემდეგ გაეხვა ძალიან დიდ სკანდალში, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატებმა საკრებულოს შენობაში აღმოვაჩინეთ სპეცსამსახურების ორი მოწყობილობა. კერძოდ, ერთი მოწყობილობა დადასტურებულად სიგნალების ჩასახშობად გამოიყენება და მეორე, სავარაუდოდ, პორტატული მოსასმენი აპარატი იყო. ეს არის უდიდესი კანონდარღვევა და ეს მოწყობილობები არ უნდა ყოფილიყო არც საკრებულოს შენობაში და არც თავისუფალი მომიტინგეების წინააღმდეგ. შესაბამისად, სამარცხვნო იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი განცხადება, რომელიც სუს-ს გადაეფარა“, - განაცხადა ნადირაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ განაცხადა, რომ აღნიშნული ტექნიკური საშუალება მოძრავი რეპიტერია და წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას, რომელიც აძლიერებს როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს. ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა