გია ვოლსკი - აქციაზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ არაფერი დამანახა

აქციაზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ არაფერი დამანახა - არსებობს გაცილებით მეტი რაოდენობის ადამიანი, რომელთაც ფეხი დააბიჯეს ღირსებაზე, ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და სისხლი ადინეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში გამართულ აქციას.

ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ რუსეთის მედიის პროპაგანდა პირდაპირ იყო დაკავშირებული სააკაშვილის მხარდაჭერ აქციასთან, როცა ითქვა, რომ 100 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი.

"საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და 14-15 ათასი ადამიანი შეიკრიბება, თუ როგორც რუსულმა მედიამ აღნიშნა - 100 ათასი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს საკითხის არსს და ეს არსი არ იცვლება - მიხეილ სააკაშვილი არის მთელ რიგ საკითხებში დამნაშავე, მის ირგვლივ მთელი საკითხები კიდევ არის განსახილველი და კიდევ უამრავი საკითხია, რომელზეც მას სამართლებრივი პასუხი არ მოსთხოვია. აქედან გამომდინარე, ყველას პატივი უნდა ვცეთ, ვისი პოლიტიკური მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თავს ვერ მოვახვევთ სასამართლოს, ასეთი დამოკიდებულებაც რომ იყოს. მეორე საკითხია ის, რომ ბევრს საუბრობენ შერიგებაზე, ურთიერთჩახუტებაზე და ამავე დროს ჯოჯოხეთისკენ მიგვითითებენ გზას.

დღევანდელ პოლიტიკაში სიძულვილის ენა გაცილებით ჭარბობს და ამის მესვეურები ის ადამიანები არიან, ვინც გუშინდელი აქციის ორგანიზატორები იყვნენ. რუსეთის მედიის პროპაგანდა პირდაპირ იყო დაკავშირებული სააკაშვილის მხარდაჭერასთან - თქვეს, 100 ათასი ადამიანი შეიკრიბაო. აქვე საოკუპაციო ხაზთან დამატებით ღობეს აშენებენ ზუსტად იმ წუთში და იმ დროს, როცა სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები საქართველოში აქტიურობენ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო