მიხეილ სარჯველაძე - ის, რაც აქციაზე ვიხილეთ, ნიშნავს, რომ სრულიად ფლიდური იყო 9-წლიან მმართველობასთან დაკავშირებით მთელი ამ ხნის განმავლობაში მოხდილი ბოდიშები

ის, რაც გუშინ გამართულ აქციაზე ვიხილეთ, იმას ნიშნავს, რომ სრულიად ფლიდური იყო 9-წლიან მმართველობასთან დაკავშირებით მთელი ამ ხნის განმავლობაში მოხდილი ბოდიშები - სინამდვილეში ამ ხალხს არანაირი განცდა, რაც ქვეყანაში დაატრიალეს, არ გააჩნიათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

სარჯველაძის შეფასებით, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ის მხარდაჭერა არ გააჩნია, რაც მათ ხელისუფლებაში მოსვლას მოუტანს.

"ასეთ ფონზე ეცდებიან მხარდაჭერის დეფიციტი დესტრუქციული ქმედებებითა და ხმაურით შეავსონ. აქციის პათოსი ასეთი იყო: რაკი მათ აქვთ პოზიტიური დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არ შეიძლება მისთვის მსჯავრის წაყენება", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ის ასევე მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებულ აქციებზე უპირატესად ის ადამიანები არიან წარმოდგენილი, "ვინც უარგუმენტოდ, უაპელაციოდ ყველა არჩევნებზე ხუთიანს ხაზავს".

"სახელმწიფოს წინსვლა უნდა გაგრძელდეს. ეს ასე იქნება 30 ოქტომბრის შემდეგ. ჩემი განწყობაა, რომ ყველა მუნიცილიტეტში, სადაც არჩევნების მეორე ტურია, "ქართული ოცნების" კანდიდატი გაიმარჯვებს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა